logo
ENG



უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დაღუპული სტეფან ტარაბალკა "კიევის აჩრდილი" არაა

30 აპრ 202222:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/30/cfuywyyhasqrml6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის ცნობით, უკრაინელი გმირი სტეფან ტარაბალკა არაა "კიევის აჩრდილი" და მას 40 რუსული თვითმფრინავი არ ჩამოუგდია.

უწყების ინფორმაციით, გავრცელებული ცნობები "კიევის აჩრდილის" დაღუპვის შესახებ, რომელიც მედიის ცნობით სტეფან ტარაბალკა იყო, რეალობას არ შეესაბამება.

29 აპრილს ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ The Times-მა გამოაქვეყნა სტატია "კიევის აჩრდილის" დაღუპვის შესახებ. სტატიაში ლეგენდარულ გმირად სტეფან ტარაბალკა სახელდებოდა და მის ბიოგრაფიასთან ერთად, მფრინავის დაღუპვის შესახებ იყო მოთხრობილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ ინფორმაცია, რომ "კიევის აჩრდილი" გმირულად დაღუპული პილოტი, სტეფან ტარაბალკა არაა, ტელეგრამით ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ ვთხოვთ უკრაინის საზოგადოებას ნუ იტყვიან უარს ინფორმაციული ჰიგიენის ელემენტარულ წესებზე, ნუ აურევენ სასურველსა და რეალურს და შეამოწმონ ინფორმაციის წყარო მის გავრცელებამდე. უკრაინის გმირი, სტეფან ტარაბალკა არ არის "კიევის აჩრდილის" და მას არ ჩამოუგდია 40 თვითმფრინავი.

2022 წლის 13 მარტს მაიორი სტეფან ტარაბალკა გმირულად დაიღუპა საჰაერო შეტაკებაში, რუსი ოკუპანტების რიცხობრივად ჭარბ ძალებთან“ - წერია განცხადებაში.

იმავდროულად უკრაინამ აღნიშნა, რომ "კიევის აჩრდილი" როგორც ერთი, კონკრეტული პიროვნება არ არსებობს და უფრო მეტად ურბანული ლეგენდაა, ვიდრე რეალური ამბავი. 

ვინ არის "კიევის აჩრდილი"?

უკრაინული მედია და შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ "კიევის აჩრდილი" ურბანული ლეგენდაა უკრაინის სამხედრო პილოტზე, რომელმაც უკრაინული ძალების MiG-29-ით კიევში, რუსეთის შეჭრიდან პირველი 30 საათის განმავლობაში ოკუპანტების 6 თვითმფრინავი ჩამოაგდო.

„კიევის აჩრდილი მითიური სუპერგმირია, ვისი პერსონაც უკრაინელებმა შექმნეს! ეს უფრო მეტად კოლექტიური სურათია საჰაერო ძალების მე-40 საავიაციო ტაქტიკური ბრიგადის, რომელიც დედაქალაქის ცას იცავს და მყისიერად იქ ჩნდება, სადაც მას არ ელიან“ - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

აღსანიშნავია, რომ "კიევის აჩრდილის" შესახებ არცერთ წყაროს არანაირი დეტალი ან სამხილი არ გაუვრცელებია. ომის დასაწყისში გავრცელდა მხოლოდ პილოტის ფოტო, რომელიც მედიაში გმირი მცველის სახელით გავრცელდა.


close დახურვა